22 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პირადად ვთხოვდი ხელისუფლებას, დაგვეხმარონ აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში - მამა შალვა კეკელია

4 დღე რჩება აღდგომამდე, მაგრამ ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა, რა იქნება აღდგომის ღამეს. საპატრიარქო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეკლესიის კარი არ დაიკეტება, მაგრამ არ დაირღვევა არც კანონი. კანონის უზენაესობაზე საუბრობს მთავრობაც.

"კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ  მამა შალვა კეკელიას ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჯერ კიდევ ძალაშია.  საუბარია მრევლის მიყვანაზე ეკლესიებში 21:00-საათამდე და დილის 06:00 საათის შემდეგ მათი დაბრუნება საცხოვრებელ სახლში.

ამასთან დაკავშირებით, მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ პოზიცია არ შეუცვლია.

"თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტრის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ "კურიერთან" საუბრისას

უკვე დაანონსებულია, რომ საპატრიარქო საკუთარ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებს. 

დღის ამბები