20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
იაპონიის მთავრობის პროგნოზით, თუ ადამიანები სახლში არ დარჩებიან შესაძლოა ვირუსით 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს გასცდა. ექიმები თანხმდებიან, რომ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ვაქცინაა. სახელმწიფოები ექსპერიმენტებს ატარებენ. ადამიანებზე ვაქცინის დატესტვა უკვე დაიწყო ჩინეთმა.

სულ უფრო იზრდება იმ მთავრობებისა თუ ლიდერების რიცხვი, რომლებიც შიშობენ, რომ თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, COVID-19-ით გარდაცვალება კიდევ უფრო მასობრივი გახდება.

იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში, მთავრობის პროგნოზით, ვირუსით შესაძლოა 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიაში ბოლო კვირების განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მთავრობამ ტოკიოსა და ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 146.

დღის ამბები