20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ბილ გეითსმა ტრამპი ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება.

დონალდ ტრამპი, ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა საშიშია. ორგანიზაციის საქმეა, რომ კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს და თუ ეს საქმე შეჩერდება, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია მას ვერ ჩაანაცვლებს.

"მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" - დაწერა ბილ გეითსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ავსტრალიაში კი აცახდებენ, რომ დონალდ ტრამპის მაგალითს, ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ არ გაიზიარებენ. ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მნიშვნელოვანია.

ავსტრალიის პოზიციას იზიარებს ახალი ზელანდიაც, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას გააგრძელებს.

დღის ამბები