19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ჩატარდება - სავარაუდოდ, არ შესრულდება ფეხთბანვის რიტუალი

დღეს დიდი ხუთშაბათია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სამებაში გამართავს. თუმცა არ შესრულდება ამ დღის ტრადიციული რიტუალი - ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც ილია მეორე მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.

არის თუ არა ცვლილების მიზეზი ქვეყნაში არსებული ვითარება, სასულიერო პირებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. დღესვე ყველა ტაძარში წაიკითხავენ 12 ვნების სახარებას.

"მაცხოვარმა ამ დღეს ჩაატარა საიდუმლო სერობა. პირველად აზიარა მოციქულები და შემდგომ მოციქულებს სიმდაბლის ნიშნად ფეხი დაბანა. 

საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა აღავლენს. ამ დღეს ტრადიციულად არის ფეხბანვაც. უწმინდესი სამღვდელოებას ფეხს ბანს. სავარაუდოდ, ეს რიტუალი არ შესრულდება. გადმოიწევს 12 ვნების სახარების წაკითხვის დროც. ადრე 19:00 საათზე ტარდებოდა ხოლმე. 16:00 საათზე დაიწყება ეს მსახურება," - განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.

დღის ამბები