20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა იძაბება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ურთიერთობა იძაბება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.

ტრამპის მთავრობა, ჩინეთისგან კორონავირუსთან დაკავშირებით სიმართლის თქმას მოითხოვს, ჩინეთი კი შტატებს ვირუსის წინააღმდეგ შენელებულ მოქმედებაში ადანაშაულებს. გაეროს გენ მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა არ აყვნენ შიშს, რადგან რიგი ქვეყნები, კორონავირუსის ფონზე, საზოგადოებაში მღელვარებას ხელოვნურად ქმნიან.

"ვაშინგტონს მოვუწოდებთ კონცენტრირდეს შეერთებულ შტატებში ვირუსის პრევენციასა და კონტროლზე. აშკარაა, რომ ჩვენს მიმართ ბრალდებები ემსახურება მათი ნელი მოქმედებების გადაფარვის მცდელობას. 

ჩვენს მიმართ ბრალდებების წამოყენება თქვენს ქვეყანაში პანდემიის პრობლემას ვერ მოაგვარებს, ასეთი საუბრებით სერიოზულ საფრთხეს შევუქმნით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას,"- აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჟაო ლიჯიანი.

დღის ამბები