20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ახლა მეცნიერებისა და სოლიდარობის დროა, საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარა - ანტონიო გუტიერესი

კორონავირუსთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარა.

"მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ საზოგადოებაში შიში დანერგა, მინდა გითხრათ, რომ ახლა დროა მეცნიერებისა და სოლიდარობის, ერთადერთი რასაც უნდა ვენდოთ ეს მეცნიერებაა, ხოლო ვისაც უნდა ვენდოთ, ეს ხალხი მეცნიერებია," - განაცხადა გაეროს გენ მდივანმა.

მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს 1 346 69 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები