20 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
ევროპამ უნდა გაითავისოს გაკვეთილები ამ პანდემიისგან და მომავალში უფრო მომზადებული გახდეს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპამ აუცილებლად უნდა გაითავისოს გაკვეთილები ამ პანდემიისგან და მომავალში უფრო მომზადებული და კოორდინირებული უნდა გახდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი პასუხისმგებელია, გლობალური საპასუხო რეაქციის ჩამოყალიბებაზე კორონავირუსის წინააღმდეგ და გაერთიანება ვალდებულია, დაეხმაროს თავის პარტნიორებსა და უშუალო მეზობლებს.

"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ უფრო გამძლე მმართველობის სისტემა, სოლიდარობიას და ერთიანობის პრინციპების, ევროკავშირის გულში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით,"- აღნიშნავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

დღის ამბები