20 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
COVID-19-ის პანდემიის ქარიშხალის ღრუბლები კვლავ მძიმედ ჩამოწვა ევროპის რეგიონში - ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებების პოზიტიურ ნიშნებზე ისაუბრა.

დოქტორი ჰენრი კლუგე აცხადებს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში COVID-19-ის წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგები, მთელი ევროპის სიტუაციას არ მოიცავს და მომავალ კვირაში, შესაძლოა, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის კიდევ ერთი მასშტაბური აფეთქება ვიხილოთ. მისივე თქმით, ასეთი ქვეყნების რიცხვში თურქეთი, ბელარუსი, რუსეთი და უკრაინა შედიან.

"COVID-19-ის პანდემიის ქარიშხალის ღრუბლები კვლავ მძიმედ ჩამოწვა ევროპის რეგიონში. შემთხვევების რიცხვი აგრძელებს მატებას. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ერთ მილიონს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის გლობალური მაჩვენებლის დაახლოებით 50 პროცენტი ამ რეგიონშია. ბოლო დროს სიტუაცია პოზიტიურისკენ შეიცვალა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, თუმცა ველოდებით COVID აფეთქების ახალ ტალღას, ეს იქნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, ასევე ეპიდაფეთქებაა მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში, ამ ქვეყნებში ინფიცირების რაოდენობა სწრაფად იზრდება,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი, ჰენრი კლუგე.

დღის ამბები