20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
125 გარდაცვლილი - თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ლეტალობის მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა

COVID-19-ის ინფექციის შედეგად დღე-ღამეში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა თურქეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსს 125 ადამიანი ემსხვერპლა. დაფიქსირდა ინფიცირების 4 ათას 800-ზე მეტი შემთხვევა. საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდინფექციით 1600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

232-მდეა მსხვერპლის რიცხვი გაზრდილი რუსეთში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო 9 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი. ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ს, საერთო ჯამში, 18, აზერბაიჯანში კი 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები