20 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 4 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. ვირუსის არსებობაზე უარყოფითი პასუხი ლუგარის სახელობის ლაბორატორიიდან 4 მოქალაქეზე მოვიდა, რომელთა შორის ერთი მოზარდია.

"ყველა მათგანს აღენიშნებოდა ცხელება. მანამდე, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ სამ პაციენტს არ დაუდასტურდა ვირუსი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად, ცხელების ცენტრში იმყოფება 43 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა ახლა გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები