21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
რამხელა მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს ექიმების რეკომენდაციების უგულებელყოფას - მძიმე კადრები ნიუ-იორკის კლინიკის მორგიდან

კადრები ნიუ-იორკის კლინიკის მორგიდან- აღნიშნული ვიდეოკადრები "კურიერის" ეთერში მხოლოდ იმიტომ გაშუქდა, რომ კარგად გავიგოთ,  რამხელა მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ექიმების რეკომენდაციების უგულებელყოფას, ქუჩაში სიარულს, შეკრებას, მათ შორის რელიგიურ რიტუალებზე, ახლო კონტაქტს ადამიანებს შორის,  სადღესასწაულო სუფრაზე.

"კურიერი" მოგიწოდებთ, ეს ვიდეო არ აჩვენოთ ბავშვებს, მოხუცებსა და სუსტი ფსიქიკის ადამიანებს.

ეს კადრები ნიუ იორკის ერთ-ერთი კლინიკის მორგშია გადაღებული. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომელთა გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ ყველას სამკურნალოდ ფიზიკურად რესურსი აღარ ჰყოფნით.

ამიტომ, გთხოვთ, დარჩით სახლში, რათა ეს არ განმეორდეს საქართველოში.

დღის ამბები