მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 9,879-ს შეადგენს. აქედან 712 საკრუიზო ხომალდ "დაიმონდ პრინცესზე" დაავადდა.
"ბი-ბი-სი-ს" ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1,290-ით შეიცვალა და 4,632-მდე გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50 %-იანი ზრდაა.
ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო რგანიზაციის რუკაზე რამდენიმე საათის წინ წითელ გრაფაში მოინიშნა.
ვრცელდება რამდენიმე ვერსია- ერთი უკავშირდება ინფორმაციის დამალვას, რომლის თანახმად ოფიციალური პეკინი არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და რეალურად, ვითარება ისევ რთულია და მეორე- კორონავრუსი დაბრუნდა და პირებს, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს, ის თავიდან და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, უფრო რთული ფორმით ემართებათ.