21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 12-ით გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 9,879-ს შეადგენს. აქედან 712 საკრუიზო ხომალდ "დაიმონდ პრინცესზე" დაავადდა. "ბი-ბი-სი-ს" ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1,290-ით შეიცვალა და 4,632-მდე გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50 %-იანი ზრდაა.

ხელისუფლება განმარტავს, რომ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან დაემატა საავადმყოფოებს გარეთ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი დაგვიანებული მონაცემი.

ჩინეთმა კომენტარი იმ ბრალდებებზეც  გააკეთა, თითქოს COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში შეიქმნა. ქვეყნის უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს.

დღის ამბები