21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
გერმანიაში აცხადებენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაავადებას საშუალოდ ერთ ადამიანზე ავრცელებს

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 138 ათასზე მეტი ინფიცირებული და 4 ათასზე მეტი დაღუპულია.

გერმანიაში აცხადებენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაავადებას საშუალოდ ერთ ადამიანზე ავრცელებს. ეს მაჩვენებელი კი, პირდაპირ განსაზღვრავს ინფიცირების გავრცელების სიჩქარეს. თუ მონაცემები შეიცვლება, ამ შემთხვევაში ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შემცირება ვერ მოხდება.

"იმ შეთხვევაში თუ მაჩვენებელი თუნდაც 1.1 ასცდება, ანუ ინფიცირებულები საშუალოდ ერთზე მეტ ადამიანს გადასდებენ ვირუსს, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. 

დღის ამბები