20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მსოფლიოს ისევ აოცებს ბრაზილიის პრეზიდენტი, არამხოლოდ თავისი განცხადებებით, არამედ გადაწყვეტილებებითაცნჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბრაზილიის პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის უთანხმოება კორონავირუსის გავრცელებაზე რეაგირებას უკავშირდებოდა. პრეზიდენტმა ბოლსონარუმ მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

თავად ბრაზილიის მემარჯვენე ლიდერი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს ეწინააღმდეგება და კორონავირუსს გრიპს ადარებს. ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ პრევენციული ზომები ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.

ბრაზილიაში კორონავირუსის 30,425 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,924 შეადგენს.

დღის ამბები