28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რუსეთში ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა

რუსეთში, ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 31 პირი 15-დან 17-წლამდეა, ხოლო დანარჩენები ბევრად უფროსები არიან და რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის ღონისძიებები გადადო.

დღის ამბები