21 ნოემბერი 2024,   22:08
ვრცლად
მარტვილში ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ექიმი შეიყვანეს

მარტვილში კორონავირუსზე ანალიზი ექიმს აუღეს. 

მარტვილის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცხელების ცენტრს ექიმმა ანესთეზიოლოგმა დღეს მიმართა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

როგორც როზა ჯანაშია ამბობს, პაციენტს Covid 19-ისთვის დამახასიათებლი სხვა სიმპტომი არ აქვს და არც საეჭვო კონტაქტზე მიანიშნებს.

მისივე თქმით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა, პროკოტოლის გათვალისწინებით, უკვე აღებულია და ის ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

დღის ამბები