26 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ქართველებმა მაგალითი მისცეს მსოფლიოს - მეუფე გერასიმე ქადაგებისას ატირდა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შეკრებილ მრევლს სააღდგომო წირვის შემდეგ მიმართა, მეუფემ ემოციები ვერ შეიკავა და ქადაგებისას იტირა.

მეუფე გერასიმემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს, სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მგალობლებსა და ექიმებს.

"ის გზა, რომელიც ბოლო კვირას ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვენთან ერთად, ეს დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით.

რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს მაგალითი, აჩვენა, როგორები ვართ, აჩვენა, რომ ერთად დგომა შეგვიძლია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ," - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში დღეს დილის 7:00 საათზე დაიწყო. მრევლი საკათედრო ტაძარში პირბადეებითა და დისტანციის დაცვით იდგა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს სააღდგომოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღის ამბები