20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
თურქეთში მკაცრი კარანტინის წესების გამო ქრისტიანებს ტაძართან მიახლოების უფლება არ ჰქონდათ

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსისგან მსოფლიოში 160,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონზე მეტია. შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს თუ მოქალაქეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარულს კვლავ გააგრძელებენ.

მსოფლიო მედიის ყურადღება დღეს მართლმადიდებლურმა სამყარომ მიიპყრო, რადგან აღდგომის დღესასწაული ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხალხმრავლობაში აღინიშნა.

მართლმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლის გარეშე აღნიშნა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა საღმრთო ლიტურგია სტამბოლის წმინდა გიორგის ტაძარში აღავლინა.

თურქეთში მკაცრი კარანტინის წესების გამო, ქრისტიანებს ტაძართან მიახლოების უფლება არ ჰქონდათ, თავად სასულიერო პირებმა კი, ღამე ტაძარში გაატარეს.

"ეს აღდგომა განსხვავებული გამოვიდა, თუმცა მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რაც ხდება, ვცდილობთ დავიცვათ საზოგადოებრივი დისტანციის წესები," - განაცხადა ღვთისმსახურების მონაწილემ ბოიკო მილევმა.

დღის ამბები