20 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ბრაზილიის ქალაქ სან-პაოლოში COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის რამდენიმე საყოველთაო სამარხს ამზადებენ

ბრაზილიაში სან-პაოლოს ფარმოსას სასაფლაოს მყუდროება მძიმე ტექნიკის გამოჩენამ დაარღვია.

როგორც ცნობილი გახდა, ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები საყოველთაო საფლავებისთვის სამარხებს ამზადებენ. უკვე მზად არის 1 200 თხრილი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილებს დამარხავენ.

მუშების განცხადებით, იგეგმება კიდევ რამდენიმე მსგავსი მასშტაბის სამარხის მოწყობა.

"მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, სიტუაცია ძალიან მძიმეა, იზრუნეთ საკუთარ თავებზე, ხედავთ აქ რაც ხდება და მინდა გითხრათ, რომ ვითარება გაცილებით მძიმეა," - აცხადებს ერთ-ერთი მუშა.

დღის ამბები