21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გერმანიაში 184 პაციენტი გარდაიცვალა, იტალიაში - 482

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 2,458 ადამიანს დაუდასტურდა.

ამრიგად, გერმანიაში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 139,897 შეადგინა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გერმანიაში 184 პაციენტი გარდაიცვალა, იტალიაში კი 482. იტალიაში ახალი 3,491 შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის 15 დღით გახანგრძლივებას გეგმავს. თუ საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 მაისამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 195,000-ს მიაღწია, ლეტალურად დასრულდა 21,000-მდე შემთხვევა.

"მივიღე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს მივმართო საგანგებო მდგომარეობის 15 დღით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ალბათ ყველანი ვიაზრებთ, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო გზაა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. არ გვაქვს უფლება, ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემები ისევ გაიზარდოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აკრძალვები ნაადრევად გავაუქმეთ," - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 152,000-ს აღწევს, გარდაცვლილია 20 000-მდე ადამიანი.

დღის ამბები