20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში COVID 19-ის სტატისტიკური მონაცემები კვლავ საგანგაშოა - ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნას არ გეგმავს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 888 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 15,484 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში 5,525 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 114,724 ინფიცირებული პაციენტია აღრიცხული.

ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები კვლავ საგანგაშოა.

"ჩვენ არ გვინდა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა. ჯერჯერობით არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეზღუდვების მოხსნა უსაფრთხო იყოს. არსებული სიტუაცია საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ინფიცირების მონაცემები კვლავ გაიზრდება, თუმცა დარწმუნებული ვართ, სტატისტიკური მონაცემები მალე დაღმასვლას დაიწყებს.

რაც შეეხება საკითხს, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გამოტოვა მნიშვნელოვანი სამთავრობო შეხვედრები, რის გამოც ქვეყანა ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ აბსურდი. ჯონსონმა მიიღო ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მინისტრებიც შესაბამისად მოქმედებდნენ," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამდივნოს მინისტრი მაიკლ გოუვი.

დღის ამბები