23 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
იბუგება მიშას ბიბლიოთეკა - ახალგაზრდა მამაკაცმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი პირდაპირ ეთერში გააჩინა

ახალგაზრდა მამაკაცმა ბაჩო ქათამაძემ, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი პირდაპირ ეთერში გააჩინა - ვიდეო კი სოციალურ ქსელში თავად ატვირთა.

"მინდა, რომ მაგ ბუდეს დემონტაჟი ჩავუტარო. ესეც თქვენი მიშელინის ბიბლიოთეკა. უკიდია მთლიანად ცეცხლი. იბუგება ყველაფერი. გადავბუგავ ყველაფერს. მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა," - აცხადებს ბაჩო ქათამაძე ვიდეოში.

ხანძართან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა ყოფილმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენებს ცეცხლი არ უნდა მოკიდებოდა.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი დილით იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის მოკიდებით.

დღის ამბები