19 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც მეზობლებმა სუფრა გაშალეს, პოლიციამ 6 პირი დააკავა

საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისა და შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების გამო სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს.

შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. პოლიცია ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, სადაც მეზობლები შეიკრიბნენ და სუფრა გაშალეს. სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდეს, მოქალაქეები კი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები