20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები კლებულობს, თურქეთში კი ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. ქვეყანაში ბოლო 24-საათში გარდაცვალების 127 და ინფიცირების 4 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს.

დღე-ღამეში 6 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი რუსეთში. ქვეყანაში ინფექციით 361 დაღუპულია.

ბოლო მონაცემებით, ლეტალობის მაჩვენებელი სომხეთში 20-ს, აზერბაიჯანში კი 19-ს შეადგენს.

გარდაცვალების რიცხვი იკლებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. იტალიასა და ესპანეთში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 400-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა მცირდება საფრანგეთში. რამდენიმე დღეში ესპანეთში 6 კვირიანი კარანტინის განმავლობაში პირველად ბავშვების ქუჩაში გაყვანა დასაშვები გახდება.

საპროტესტო გამოსვლებია ამერიკის რამდენიმე შტატში. მოქალაქეები გუბერნატორებისგან პანდემიის გამო გამკაცრებული ზომების შემსუბუქებას მოითხოვენ. მათ მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპიც. ამ დროის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები