21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები: თითქმის 2,5 მლნ ინფიცირებული და 165 ათასზე მეტი დაღუპული

თითქმის 2 მილიონ ნახევარი ინფიცირებული და 165 ათასზე მეტი დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები. აქედან ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი კვლავ შეერთებულ შტატებშია- ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 764 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

გარდაცვალების რიცხვი იკლებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ევროპის ე.წ. ცხელ წერტილებში - იტალიასა და ესპანეთში, ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 400-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე დღეში ესპანეთში 6 კვირიანი კარანტინის განმავლობაში პირველად ბავშვების ქუჩაში გაყვანა დასაშვები გახდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 2 400 000 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა მცირდება საფრანგეთში. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 152 ათასს გაცდა. 

დღის ამბები