21 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიოს

აშშ-ის რამდენიმე შტატში საპროტესტო გამოსვლებია. მოქალაქეები გუბერნატორებისგან პანდემიის გამო გამკაცრებული ზომების შემსუბუქებას მოითხოვენ. მათ მხარდაჭერას დონალდ ტრამპიც უცხადებს.

ამ დროის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კი გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც შტატში მსურველ წყვილებს ქორწინება ოფიციალურად, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიოს.

"ხომ შესაძლებელია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ბოლოს ჩინეთი აღმოჩნდეს. შესაძლოა ეს შეცდომა იყო, თუმცა შეცდომა მაინც შეცდომაა. ჩვენი ურთიერთობა კი ჩინეთთან, სანამ ეს მოხდებოდა, კარგი იყო. ჩვენ სულ ვფიქრობთ, იყო ეს ნამდვილი შეცდომა თუ მათ ეს განზრახ გააკეთეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მათ საშუალება უნდა მოგვცენ, რომ ეს გავარკვიოთ," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები