20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში 40-მდე ადამიანი კორონავირუსით არის დაინფიცირებული

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში 40-მდე ადამიანი ახალი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 დაინფიცირებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, ეს მონაცემი 40-მდე გაიზარდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, არის თუ არა დაინფიციებულთა შორის ქვეყნის 70 წლის პრეზიდენტი აშრაფ ღანიც.

ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში კორონავირუსის ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 33-ია. 

დღის ამბები