21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ჩინეთში ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის გამო არავინ გარდაცვლილა

ჩინეთში ბოლო სამი დღეა, არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სულ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 8 იმპორტირებულია.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში COVID 19-ის 82 747 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 632 ადამიანი.

დღის ამბები