19 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა - მათგან 1 არასრულწლოვანია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.

გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტია გამოჯანმრთელებული. ერთი მამაკაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაეწერება. კლინიკაში მისი განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის, საავადმყოფოში 22 პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები