20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
ლონდონის ნაითენგელის ჰოსპიტალიდან, COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის გაწერას მედპერსონალი ოვაციებით შეხვდა

დიდ ბრიტანეთს COVID 19-მა დიდი ზარალი მიაყენა. ლონდონის ნაითენგელის ჰოსპიტალიდან პირველი პაციენტის გაწერას სამედიცინო პერსონალი ოვაციებით შეხვდა.

ჰოსპიტალი 9 დღის წინ გაიხსნა და უკვე კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისთვის ეს დიდებული შეგრძნებაა.

დიდ ბრიტანეთს, ბოლო მონაცემებით 120,000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, ლეტალურად კი 16,000 შემთხვევა დასრულდა.

"ეს დიდებული წუთებია, ჩვენ შევძელით პირველი პაციენტის დახმარება. ეს სტიმულია მთელი სამედიცინო პერსონალისთვის. ლონდონის მასშტაბით ჩვენი ინტენსიური თერაპიის განყოფილება ყველაზე ახალია," - განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა.

დღის ამბები