21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ინდოეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 1,553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კვლავ მძიმე ვითარებაა ინდოეთში, სადაც გასულ 24 საათში კორონავირუსის 1 ,553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდაა.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 18 ათასამდე შემთხვევა დასტურდება, მათგან 543 გარდაცვლილია, 2, 547 კი გამოჯანმრთელებული.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, სრულდება თუ არა მოქალაქეების მხრიდან ჰიგიენის წესების სათანადო დაცვა. 

დღის ამბები