21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
საქველმოქმედო კონცერტი ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით - მუსიკოსებმა შეგროვილი 128 მილიონი დოლარი ჯანმოს ჩაურიცხეს

COVID 19-ის წინააღმდეგ მსოფლიო ბრძოლაში სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ერთვება. სახსრების მოსაძიებლად, მოძრაობა "გლობალ სითიზენმა" და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ონლაინ კონცერტი გამართეს, სახელწოდებით - "ერთი მსოფლიო - ერთად სახლში".

საქველმოქმედო 8 საათიან ონლაინ კონცერტში მონაწილეოება 100-ზე მეტმა ვარსკვლავმა მიიღო. მათ შორის ელტონ ჯონმა, ბილი აილიშმა, ჯენიფერ ლოპესმა და ლედი გაგამ.

კონცერტი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს ეძღვნებოდა. ლაივ კონცერტის შედეგად მუსიკოსებმა შეგროვილი 128 მილიონი აშშ დოლარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩაურიცხეს.

დღის ამბები