20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, ხოლო ევროპაში იკლებს

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მატულობს. დღე-ღამეში ვირუსს 123 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ინფიცირებულთა რიცხვი 4,700-მდე გაიზარდა. კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით თურქეთის ხელისუფლება კომენდანტის საათს ახანგრძლივებს.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა რუსეთში. ქვეყნაში სულ 405 ადამიანია გარდაცვლილი. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში ვირუსის შემთხვევების პიკური პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.

22-მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი სომხეთში.

მონაცემები იკლებს ევროპის ქვეყნებში. 10 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემცირებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც.

საფრანგეთი კი შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.

მონაცემების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 800 ათასს მიუახლოვდა.

პანდემიის ფონზე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირების გამო ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა ტეხასში წარმოებული ნავთობის ფასი. კორონავირუსის გამო დონალდ ტრამპი შტატებში იმიგრაციის პროცესს დროებით აჩერებს.

დღის ამბები