20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
არეულობა საფრანგეთში - პროტესტის მონაწილეებმა პოლიცია ეთნიკური უმცირესობების მიმართ უხეშობაში დაადანაშაულეს

არეულობა პარიზში - კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება ორი დღეა გრძელდება.

მოსახლეობის ნაწილმა კარანტინის დროს პოლიცია ეთნიკური უმცირესობების მიმართ უხეშობაში დაადანაშაულა. პროტესტის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და დააზიანეს ინფრასტრუქტურა.

მათ დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციის ინფორმაციით, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით გარეუბანში მოდერატორები გაიგზავნენ.

დღის ამბები