20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
დღეს საფრანგეთმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია, ქვეყანაში 20 ათასზე მეტი დაღუპული გვყავს - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი  

კორონავირუსის შემთხვევები იკლებს ევროპის ქვეყნებში. 10 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემცირებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც.

საფრანგეთი კი- შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.

“დღეს საფრანგეთმა სიმბოლურ ნიშნულს მიაღწია. ქვეყანაში 20 ათასზე მეტი დაღუპული გვყავს. ჩვენთვის ეს, ძალიან მტკივნეული ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად იცავენ სოციალური დისტანციის წესებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია. ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და არ უნდა დავნებდეთ,“ - ამბობს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯერომი სალომონი. 

დღის ამბები