20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
მოვა დრო, როცა ვიამაყებთ თუ როგორ ვუპასუხეთ ამ გამოწვევას - ელისაბედ მეორემ დაბადების დღე ვიდეოკონფერენციით აღნიშნა

ბრიტანეთის დედოფალმა 94-ე დაბადების დღე ოჯახის წევრებთან დისტანციურად და ვიდეოკონფერენციით აღნიშნა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ელისაბედ მეორე უინძორის სასახლეში მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები 18 აპრილს გაუქმდა.

"ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ დაავადებას. დამერწმუნეთ, თუ ბოლომდე ვიქნებით ერთიანი, პანდემიას დავამარცხებთ. მოვა დრო, როცა ვიამაყებთ თუ როგორ ვუპასუხეთ ამ გამოწვევას," - აღნიშნა ელისაბედ მეორემ. 

დღის ამბები