21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს უკრაინას, ჩერნობილის ხანძრების ლიკვიდაციაში

ევროკავშირი მზად არის, ჩერნობილში ხანძრების სრული ლიკვიდაციისთვის უკრაინას დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა კრიზისების მენეჯმენტის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ჩერნობილის აკრძალულ ზონაში სიტუაციის მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აამოქმედოს.

მანამდე, ჩერნობილში ხანძრების ლიკვიდაციაში დახმარების მიზნით, უკრაინას 2,300,00 ევროს ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გერმანიამ გადასცა.

დღის ამბები