21 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
ინფიცირების ორ მილიონ ნახევრამდე შემთხვევა და 171 000-ზე მეტი გარდაცვლილი - COVID-19-თან ბრძოლა ვაქცინის გარეშე გრძელდება

მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლას ვაქცინის გარეშე ისევ აგრძელებს. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიონ ნახევარს უახლოვდება. გარდაცვლილია 171 000-ზე მეტი ადამიანი.  

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებამ შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს კლინიკებთან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კორონავირუსის სიმპტომებზე ავტომობილშივე გასინჯავენ. 

ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შესაძლო სიმპტომების არსებობის ან არარსებობის დასაზუსტებლად რამდენიმეწუთიანი პროცედურა გზადვე გაიარონ და შესაბამისი პასუხიც მიიღონ. პროცედურა ნებაყოფლობითია. 

"არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ შემოწმების გავლა და იმალებიან. მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პირად ექიმს და სიმპტომების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი დახმარება, როგორც კიბოს, კორონავირუსსაც ადამიანი ვერსად გაექცევა, მნიშვნელოვანია მისი დროულად გამოვლენა," - ამბობს ექიმი რობ ვაითი.

ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთს ეპიდაფეთქების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მონაცემები აქვს, ქვეყანაში ინფიცირებულია 125 000 ადამიანი, ლეტალურად დასრულდა 16 500 შემთხვევა.

დღის ამბები