20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
რამადანის წმინდა თვის დადგომას ირანის მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხვდება

რამადანის წმინდა თვის დადგომას ირანის მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხვდება. კორონავირუსის პანდემიის გამო 1 თვეა ირანში მდებარე ყველა ბიზნესობიექტი დახურულია, რამადანის თვის მოახლოებასთან ერთად გაიხსნა ბაზრები, თუმცა როგორც იქ დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მძიმეა, კორონავირუსმა მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა და არავის აქვს საშუალება, შეიძინოს პროდუქტები. ირანში მოსახლეობა კვლავ სახლში რჩება და სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 84 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, ლეტალურად დასრულდა 5 210 შემთხვევა.

ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 2 მილიონ-ნახევარია. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 171 000-ს გასცდა. 

დღის ამბები