16 მაისი 2024,   08:24
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წურწუმიამ "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა.

პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ერთი წლის წინ, 2019 წლის 8 აპრილს, დაინიშნა. ის 1990 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

დღის ამბები