20 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი 22 მილიონი პირი აშშ-ში - მოსახლეობა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს

შეერთებულ შტატებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ჩრდილოეთ კაროლინაში ასობით დემონსტრანტი ქუჩაში გავიდა. მოქალაქეები გუბერნატორისგან შტატში ბიზნესსაქმიანობის განახლებას მოითხოვენ.

პარალელურად, კონტრაქცია გამართეს მედიკოსებმა. აკრძალვების შემსუბუქების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დენვერსა და ვაშინგტონშიც გაიმართა. COVID-19-ის პრევენციის მიზნით შეჩერებული ბიზნესის გამო შტატებში უმუშევრად 22 მილიონი ადამიანია დარჩენილი.

დღის ამბები