17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე  მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილებას მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10 იყო წინააღმდეგი.

მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების შეფერხების მიზნით გახდა საჭირო. სპეციალისტები აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზას ელოდებიან.

საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, ისინი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის თქმით, მთავრობამ ასევე უნდა დაასახელოს, თუ როგორ დაეხმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს.

დღის ამბები