20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
გვირაბის ბოლოს კაშკაშა სინათლეს ვხედავ - დონალდ ტრამპი

კოვიდინფექციის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და გვირაბის ბოლოს უკვე სინათლე ჩანს.

"უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში პოზიციების მოპოვებას განვაგრძობთ. გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ეს სინათლე ყოველდღიურად სულ უფრო კაშკაშა ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია, მათ უნდათ სამსახურში დაბრუნება. მათ ფულის გამომუშავება სურთ, მათ თავიანთ ოჯახებზე ზრუნვა უნდათ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ქვეყანას ასობით ათასი ინფიცირებული ჰყავს. საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 800 ათას გასცდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 45 ათას აჭარბებს.

მისურის შტატი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივის.

დღის ამბები