17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ქუთაისში 73 წლის მამაკაცმა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის არის 73 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მამაკაცმა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს,  კორონავირუსი სრულად დაამარცხა. გამოჯანმრთელებულს შორის, ერთი თერჯოლის, ერთი კი ვანის კლასტერებიდანაა.

ამ დროისთვის, კლინიკაში ვირუსისი დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული.

 

დღის ამბები