20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ესპანეთი, რომელიც COVID 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა, ზომებს ამსუბუქებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონ ნახევარს გადასცდა. ამ ფონზე, სახელმწიფოების ნაწილი მკაცრ ზომებს ამსუბუქებს, ნაწილი კი ფრთხილობს. ესპანეთი რომელიც ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზეა, აპირებს, ზომები ეტაპობრივად შეამსუბუქოს. 

ესპანეთში კორონავიუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად შერბილდება, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა.

ესპანეთში უკვე მეექვსე კვირაა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრემიერმა დღეს პარლამენტს თხოვნით მიმართა, საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გახანგრძლივდეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 

დღის ამბები