20 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
ინდოეთში კორონავირუსის დასადგენად სწრაფი ტესტების გამოყენება დროებით შეაჩერეს

ინდოეთის სამედიცინო კვლევითი საბჭო ქვეყნის მედპერსონალს ურჩევს არ გამოიყენოს სწრაფი ტესტები მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რადგან ბევრ ტესტს დეფექტი აღმოაჩნდა. როგორც საბჭო იუწყება, ხშირ შემთხვევაში სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი სანდო არ არის, რადგან განმეორებითი ტესტირებისას ხშირად მოდის განსხვავებული პასუხები, რაც იმის ნიშანია, რომ თავად ტესტები შეიძლება უხარისხო იყოს.

ინდოეთში კორონავირუსზე ტესტირება სულ 462 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი სულ 20 111 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 645 პირი.

დღის ამბები