20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
მასობრივი საფლავები ბრაზილიაში - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილების დასაკრძალად სპეციალური ტექნიკით მასობრივ საფლავებს თხრიან. გაზრდილი სტატისტიკის გამო, ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანის დაკრძალვა უწევთ.

ქალაქ მანაუში სამედიცინო სისტემა პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს და მოქალაქეები სახლებში იღუპებიან.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 43 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 2 700-ზე მეტი პაციენტი.

დღის ამბები