17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მარნეულში "ნაცმოძრაობის" ორი განშტოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას აწყობენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მარნეულში განვითარებულ მოვნელებს  გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულად მოხდა.

"ნაცმოძრაობის" ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა.  მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

 

დღის ამბები