23 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას დაიწყებს

დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას დაიწყებს. იმუშავებს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცის პროდუქტების სექცია.

ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

"სოფლის რწმუნებულებსა და სოფლის მაჟორიტარებს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების საშუალება მიეცათ, რათა მოსახლეობას, რომელსაც სჭირდება დახმარება, მათ გაუწიონ შესაბამისი მომსახურება.

ნაწილობრივ ​ ფუნქციონირებას იწყებს ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ის სექცია, რომელიც რძის პროდუქტებს ყიდის და ასევე ახდენს ხორცპროდუქტების რეალიზაციას," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ბაზარი 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.

დღის ამბები